23:38 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 17:20:24, 696 ნახვა

საზოგადოება
ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა

ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა. 

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თსუ-ს პრესსამსახურში განუცხადეს, აკადემიურმა საბჭომ პაპავას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა.

პაპავა 1 აპრილამდე  თანამდედობაზე დარჩება, მანამდე კი რექტორის მოვალეობის შემსრულებელი უნდა შეარჩიონ.

სტუდენტური თვითმმართველობის წევრებსა და მათ მხარდამჭერებს მიაჩნიათ, რომ რექტორმა ვერ გაართვა თავი დაკისრებულ ვალდებულებებს, რაც გამოიხატა იმაშიც, რომ ვერ უზრუნველყო სენატის სხდომის ჩატარება, რომელსაც კანცლერობის კანდიდატის არჩევაზე უნდა ემსჯელა. ასევე ისინი თვლიან, რომ თუკი რექტორმა იცოდა, რომ უნივერისტეტში, ე.წ. ოდეერები მუშაობდნენ, მას ამის შესახებ უნდა განეცხადებინა. სამი დღის განმავლობაში თვითმმართველობის წევრები რექტორს ამ და სხვა პრეტენზიებს უყენებდნენ და მის გადადგომას მოითხოვდნენ. თვითმმართველობის წევრებმა და მათმა მხარდაჭერებმა აქციები შეწყვიტეს, თუმცა რექტორის გადადგომის საკითხი ძალაში დატოვეს.

რექტორის გადადგომის მოთხოვნით თვითმმართველობის წევრების შიმშილობა გუშინ განახლდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics