|
2026-02-28 14:46:04, 1902 ნახვა
მსოფლიო
გერმანია წინასწარ იყო ინფორმირებული ირანზე ისრაელის სამხედრო დარტყმების შესახებ, ირანი კი ამბოსბ, რომ თავს დაიცავს
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა „ასოშიეითედ პრესს“ განუცხადა, რომ გერმანია წინასწარ იყო ინფორმირებული ირანზე ისრაელის სამხედრო დარტყმების შესახებ. მან აღნიშნა, რომ ბერლინი ყურადღებით აკვირდება მოვლენებს და მჭიდრო კონსულტაციებს აწარმოებს ევროპელ პარტნიორებთან. გერმანიის მთავრობის კრიზისული ჯგუფი დღეს ირანში არსებული სიტუაციის განხილვას გეგმავს. კანცლერმა მერცმა უკვე გამართა კონსულტაციები შესაბამის მინისტრებთან და დღესვე გააგრძელებს დისკუსიებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა არაღჩიმ თავის ერაყელ კოლეგასთან, სადამ ჰუსეინთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ თეირანი რეგიონში ამერიკულ ბაზებს დაარტყამს ამერიკა-ისრაელის ერთობლივი საჰაერო დარტყმების საპასუხოდ. თუმცა, მინისტრმა განმარტა, რომ ეს თავდასხმები მესამე ქვეყნების წინააღმდეგ არ არის მიმართული, არამედ სამხედრო ობიექტების სამიზნეა. საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არაღჩიმ აღნიშნა, რომ „ირანი გააგრძელებს თავის დაცვას“. ისრაელისა და აშშ-ის ირანში განლაგებულ სამიზნეებზე იერიშები 28 თებერვლის დილით დაიწყო, ბირთვული შეთანხმების დადების მიზნით აშშ-ირანის მოლაპარაკებების რამდენიმე წარუმატებელი რაუნდის შემდეგ. აშშ დაჟინებით მოითხოვს, რომ თეირანმა უარი თქვას ბირთვული იარაღის პროგრამაზე და ვაშინგტონს გადასცეს გამდიდრებული ურანის ყველა მარაგი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)