|
2016-03-30 11:20:21, 382 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძის ვიზიტის პარალელურად უნგრეთში ბიზნეს ფორუმი გაიმართა
უნგრეთში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის ფარგლებში, 2016 წლის 29 მარტს გაიმართა ბიზნეს-ფორუმი. ღონისძიების ორგანიზატორი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად უნგრეთის სავაჭრო სახლი და საქართველოს საინვესტიციო სააგენტო იყვნენ. ბიზნეს ფორუმი ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გახსნეს. მიხეილ ჯანელიძემ უნგრელ ბიზნესმენებს მოუწოდა საქართველოს საინვესტიციო პოტენციალით დაინტერესებისკენ და კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს მთავრობის მზაობა, ხელი შეუწყოს უნგრეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას. უნგრელ ბიზნესმენებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოსა და ხელსაყრელი საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოში სხვადასხვა მიმართულებით გატარებული რეფორმების და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. უნგრეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კი თავის მხრივ ხაზი გაუსვა საქართველოს სატრანზიტო ფუნქციას და იმ მნიშვნელოვან როლს, რასაც ქვეყანა თამაშობს რეგიონალური, ენერგეტიკული და სატრანზიტო პროექტების განხორციელების მიმართულებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ, როგორც ქართველი, ბიზნესმენები, ასევე ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები უნგრეთიდან.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)