|
2026-02-19 12:10:34, 1010 ნახვა
საზოგადოება
თიბისი კაპიტალი, საქართველოს ეროვნულ ბანკთან პარტნიორობით, კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას გამართავს
24 მარტს, თბილისში, თიბისი კაპიტალის ორგანიზებითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მხარდაჭერით, კავკასიის რეგიონში კაპიტალის ბაზრების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. კაპიტალის ბაზრების პირველი საერთაშორისო კონფერენციის მიმართ მაღალი საერთაშორისო ინტერესის შემდეგ, წლევანდელი ღონისძიება გაფართოებული რეგიონული ფორმატით ბრუნდება. კონფერენციის ცენტრალურ თემას წარმოადგენს საქართველო და ქვეყნის მზარდი როლი საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე. ამასთან ერთად, კონფერენცია მოიცავს ფართო რეგიონულ კონტექსტს, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება უზბეკეთზე - როგორც გლობალური ინვესტორებისთვის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ ბაზარზე. ღონისძიება 400-ზე მეტ მოქმედ და პოტენციურ ბაზრის მონაწილეს გააერთიანებს საქართველოდან, ევროპიდან და ცენტრალური აზიიდან. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო და ადგილობრივი კაპიტალის ბაზრების მაღალი რანგის წარმომადგენლები, მათ შორის: J.P. Morgan, Citi, Bank of America, Oppenheimer, Ashmore, Aberdeen, Vontobel, EBRD, ADB, IFC, Fitch Ratings, S&P Global, Latham & Watkins; აგრეთვე რეგიონის წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები და სახელმწიფო უწყებებისა და ბაზრის მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლები. კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები. დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებსა და ინსტიტუციურ ინვესტორებთან გამართონ პირისპირ შეხვედრები. “საქართველოში საჯარო სასესხო ფასიანი ქაღალდების ბაზრის ზომა უკვე 3 მლრდ. ლარს უახლოვდება. ამის პარალელურად, ჩვენ ვხედავთ მზარდ ინტერესს სხვადასხვა პროფილის ემიტენტებისგან. ქართული კომპანიების ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნა იზრდება საერთაშორისო ბაზარზეც. თიბისი კაპიტალი, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის უპირობო ლიდერი, მზარდ ინტერესს საერთაშორისო პლატფორმის შექმნით პასუხობს. უკვე მეორედ ვატარებთ კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც რეგიონის მთავარი დარგობრივი ღონისძიებაა. კონფერენცია ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ახალი კავშირების დამყარებას და საქართველოს, როგორც რეგიონული ცენტრის ჩამოყალიბებას კაპიტალის ბაზარზე” - ოთარ შარიქაძე, თიბისი კაპიტალის დირექტორი. „JP Morgan-ში დიდი ინტერესით ველით კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციას, რომელსაც თიბისი კაპიტალი უკვე მეორედ აორგანიზებს. 2024 წლის ღონისძიებაზე წარმატებულად ვითანამშრომლეთ და წელს თბილისში საკმაოდ მაღალი დონის დელეგაციით ვიქნებით წარმოდგენილი. ვფიქრობ, კაპიტალის ბაზრების საერთაშორისო კონფერენცია ინფორმაციის გაცვლის ძალიან ეფექტური გზაა: ეს არის პლატფორმა ინვესტორებისთვის, სადაც ისინი შეძლებენ მიიღონ სრული ინფორმაცია საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე; მათ, ასევე, აქვთ შანსი, შეხვდნენ როგორც არსებულ, ისე პოტენციურ ემიტენტებს. ეს კი საუკეთესო გზაა ქვეყნის, რეგიონისა და პოტენციური საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად”,- სტეფან ვაილერი, JP Morgan-ის CEEMEA რეგიონის სავალო კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, მმართველი დირექტორი. “საქართველოს კაპიტალის ბაზარი საკმაოდ აქტიურად და სწრაფად ვითარდება, რაც ბოლო წლებში განხორციელებული მნიშვნელოვანი რეფორმების შედეგია. გამორჩეული იყო ამ მხრივ გასული, 2025 წელიც, როდესაც გამოშვებული საჯარო კორპორატიული ობლიგაციების მოცულობამ 1.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია, რომ მრავალფეროვანი ხდება ქართული ფასიანი ქაღალდების მფლობელთა სტრუქტურა და ვხედავთ დაინტერესებას საერთაშორისო ინვესტორების მხრიდანაც. საქართველოსადმი გაზრდილ ნდობაზე ნათლად მიუთითებს, წლის დასაწყისში, საქართველოს მთავრობის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების წარმატებული ემისია. მოხარული ვარ, რომ ეროვნული ბანკი კაპიტალის ბაზრების მეორე საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორია. თიბისი კაპიტალისა და ჩვენი მოწვევით ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ J.P. Morgan, Aberdeen, Vontobel, Ashmore და სხვა კომპანიები, რომლებთანაც არაერთი შეხვედრა გვექნება“, - ნათია თურნავა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.
კობახიძე ევროსაბჭოს რეზოლუციაზე - აბსურდია ყველაფერი, რაზეც საუბარია რეზოლუციაში, საქართველო არის მოწინავე დემოკრატიის თვალსაზრისით
500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დემო დღე 25 ივნისს გაიმართება
საქართველოს ბანკისა და Emolas Corporation - ის პარტნიორობის ფარგლებში, სამეფო უბნის თეატრი სპექტაკლ „მოახლეებს“ ნიუ იორკის სცენაზე წარადგენს
ალეკო ელისაშვილმა პაპუაშვილს სასამართლოში უჩივლა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)