04:43 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-30 10:01:00, 505 ნახვა

პოლიტიკა
დავით ბაქრაძე: ჟოზეფ დოლის კომენტარებიდან ცხადი გახდა, რომ არჩევნები ვიზალიბერალიზაციის სამიზნე არაა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტის მიერ საქართველოში ვიზიტისას გაკეთებული კომენტარებიდან ცხადი გახდა, რომ არჩევნები არაა და არ შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის სამიზნე.

დავით ბაქრაძის თქმით, არჩევნები საქართველოს ხელისუფლების სამიზნეა, რომ თავისუფალ და გამჭვირვალე გარემოში ჩაატაროს.

„ვფიქრობ, ვიზიტის დაწყების პირველი კომენტარებიდან ცხადი გახდა, რომ არჩევნები არაა და არ შეიძლება იყოს ვიზალიბერალიზაციის სამიზნე და ეს დაადასტურა ასევე თბილისში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ. არჩევნები, ესაა ჩვენი ხელისუფლების სამიზნე, რომ ჩავატაროთ თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები, კონსოლიდირებული და დეპოლარიზებული საზოგადოების ად გადავდგათ დიდი ნაბიჯი წინ, ევროპისკენ. ამ მიზეზით ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი საკითხის წარმატება, როგორიცაა ვიზალიბერალიზაცია. აქედან გამომდინარე, იმ რეფორმებზე, რაც საქართველომ დაასრულა, იმ რეფორმებზე, რომლებსაც მაღალი შეფასებები ჰქონდა ევროკომისიის მხრიდან, ვფიქრობ ჟოზეფ დოლი ვიზიტის პერიოდში ძალიან ხშირად გაიგებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა პარტია, ყველა სუბიექტი, ვისაც ექნება მასთან შეხვედრა, ხაზს გაუსვამს ამ პროცესის მნიშნველობას საქართველოსთვის და მისი მოსახლეობისთვის“, - განაცხადა ბაქრაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics