04:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 19:16:27, 468 ნახვა

პოლიტიკა
სესიაშვილის ინფორმაციით, ბოლო პერიოდში საქართველოს არც ერთი მოქალაქე ISIS-ში არ წასულა

ბოლო პერიოდში საქართველოში არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე "ისლამურ სახელმწიფოში" წასულიყო, - ამის შესახებ გაერთიანებული კომიტეტების სხდომის დასრულების შემდეგ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, სუს-ის სტრუქტურა საკმაოდ ეფექტიანად მუშაობს და ქვეყნის უსაფრთხოება ყველა მოქალაქეზე აისახება.

"ქვეყნის უსაფრთხოება თითოეულ ჩვენთაგანზე აისახება. ამ სამსახურის ეფექტურმა საქმიანობამ ეს პოზიტიური შედეგები მოიტანა. ბოლო პერიოდში საქართველოში არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქე წასულიყო "ისლამურ სახელმწიფოში", რაც ამ ეფექტური საქმიანობის შედეგია", - განაცხადა სესიაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ ანგარიში წარადგინა. სუს-ის უფროსის მოადგილეს ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიული კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე უსმენდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics