23:39 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-29 10:56:36, 599 ნახვა

საზოგადოება
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლები შიმშილობას იწყებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის მოთხოვნით,  უნივერსიტეტის  სტუდენტური თვითმმართველების წარმომადგენლები დღეიდან შიმშილობას იწყებენ.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თსუ-ს თვითმმართველობის პრეზიდენტმა  შალვა საბაურმა განუცხადა.

მისივე თქმით, ლადო პაპავა  უნივერსიტეტში ე.წ. ოდეერის სამსახურს მფარველობდა. 

თსუ-ის თვითმმართველობის წარმომადგენლები საკუთარ  მოთხოვნებს დღეს  მეორე კორპუსში საგანგებო პრესკონფერენციაზე გააჟღერებენ:

"პირველ საათზე გაიმართება ბრიფინგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-2 კორპუსის ფოიეში ჩვენს მოთხოვნასთან დაკავშირებით. ძალოვანი უწყების ძალიან ბევრმა წარმომადგენელმა უნივერსიტეტში საქმიანობა პაპავას რექტორობის პერიოდში დაიწყო. აშკარად იკვეთება მფარველობა. ძველი - შევარდნაძის დროინდელი უშიშროების  სამინისტროს უამრავი კადრია, პოლიციის  პოლკოვნიკები და ა.შ. ერთმა დატოვა თანამდებობა, წავიდა უნივერსიტეტიდან, დანარჩენები კიდევ არიან. რამდენიმე ადამიანი იწყებს შიმშილობას და შემდეგ მიემატებიან", - განაცხადა შალვა საბაურმა და დასძინა, რომ ამ ეტაპზე შიმშილობის დაწყებას თავად არ აპირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics