|
2016-03-28 17:33:36, 782 ნახვა
სამართალი
12080 კგ ჯართის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
22 მარტს, ქუთაისში, 12080 კგ ფერადი ლითონის ჯართის კანონდარღვევით ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინდა. კერძოდ, არადეკლარირებული ტვირთი შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრებმა დაფის მარკის ავტომანქანის გადამოწმებისას, აღმოაჩინეს, რომელიც შპს „ლ-ი“ სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის - ფერადი ლითონის ჯართის ტრანსპორტირებას ახორციელებდა. " ელექტრონული ზედნადების მიხედვით, ავტომანქანაზე განთავსებული ტვირთის წონა 6 ტონა უნდა ყოფილიყო. სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით, ჯართის საერთო წონამ 18080 კგ შეადგინა. შესაბამისად, დადგინდა, რომ შპს „ლ-ი“-ს მიერ ხდებოდა 12080 კგ ფერადი ლითონის ჯართის ტრანსპორტირება სასაქონლო ზედნადების გარეშე. შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სპილენძის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 1 კგ-ზე 9 ლარს, შესაბამისად სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის 12080 კგ ჯართის ღირებულებამ შეადგინა 108720 ლარი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)