|
2026-01-05 13:03:44, 790 ნახვა
პოლიტიკა
დანიის პრემიერი აშშ-ს მიმართავს, რომ გრენლანდიაზე მუქარა შეწყვიტოს
დანიის პრემიერმინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა გაავრცელა განცხადება, რომლითაც აშშ-ს მიმართავს. ის ამბობს, რომ აშშ-მ გრენლანდიაზე "მუქარა" უნდა შეწყვიტოს. "მე ეს აშშ-ს ძალიან პირდაპირ უნდა ვუთხრა: აბსოლუტურად უაზრობაა საუბარი შეერთებული შტატების მიერ გრენლანდიის დაუფლების საჭიროებაზე. შეერთებულ შტატებს თანამეგობრობის სამი ქვეყნიდან არც ერთის ანექსიის უფლება არ გააჩნია. დანიის სამეფო და შესაბამისად გრენლანდია არის NATO-ს ნაწილი და აქედან გამომდინარე მას ფარავს ალიანსის უსაფრთხოების გარანტია. ჩვენ უკვე გვაქვს თავდაცვის შეთანხმება სამეფოსა და შეერთებულ შტატებს შორის, რომელიც შეერთებულ შტატებს აძლევს ფართო წვდომას გრენლანდიაზე. ჩვენ, სამეფოს მხრიდან, მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჩავდეთ არქტიკის უსაფრთხოებაში. შესაბამისად მე მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტონ მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირისა და სხვა ქვეყნის წინააღმდეგ, ასევე იმ ხალხის მიმართ, რომელმაც ცხადად თქვა, რომ არ იყიდებიან." - წერია დანიის პრემიერის განცხადებაში. აქამდე, 3 იანვარს საშინაო უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის დამხმარის, სტივენ მილერის ცოლმა, ქეითი მილერმა X-ზე დადო გრენლანდიის რუკა აშშ-ს დროშის ფერებში, წარწერით - "მალე". პოსტს გამოეხმაურა დანიის ელჩი აშშ-ში "მეგობრული შეხსენებით", რომ ქვეყნები ერთმანეთის მოკავშირეები არიან და დანია ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ელის. 4 იანვარს, დანიის პრემიერის განცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან გრენლანდიაზე ისაუბრა. ტრამპმა ჟურნალისტებს თავდაპირველად უთხრა, რომ გრენლანდიაზე საუბარი არ სურდა. "გრენლანდიაზე ვილაპარაკოთ 2 თვეში, მოდი გრენლანდიაზე ვილაპარაკოთ 20 დღეში" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა. შემდეგ მან დაამატა, რომ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ, რადგან კუნძული "ძალიან სტრატეგიულია". "ახლა გრენლანდია გარშემორტყმულია რუსული და ჩინური გემებით. გრენლანდია გვჭირდება ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით და დანია ამას ვერ შეძლებს." - თქვა ტრამპმა და დაამატა, რომ ევროკავშირს სჭირდება, რომ გრენლანდია აშშ-ს ეკუთვნოდეს.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)