20:39 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-30 14:29:11, 5978 ნახვა

პოლიტიკა
ალექსანდრ ლუკაშენკომ საახალწლოდ 20 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ახალი წლის წინა პერიოდში გამოცხადებული ამნისტიის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ 20 პოლიტიკური პატიმარი შეიწყალა

ალექსანდრე ლუკაშენკოს ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებით, მან სულ 22 ადამიანი შეიწყალა, მათ შორის, 20 "ექსტრემისტული დანაშაულებისთვის" გასამართლებული (ტერმინი, რომელსაც ბელორუსია პოლიტიკური საქმეებისთვის იყენებს).

გათავისუფლებულებიდან 15 ქალი და 7 კაცია. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკომ "ოჯახების ინტერესებიდან გამომდინარე" იმოქმედა. 

გამოცემა Barron's-ი წერს, რომ ბელარუსში ჯერ კიდევ 1000-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარია, მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ მისი მმართველობის წინააღმდეგ მასშტაბური საპროტესტო აქციები ჩაახშო, ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics