22:27 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-28 12:52:56, 586 ნახვა

საზოგადოება
საუდის არაბეთის დელეგაცია საქართველოს აგრარულ პოტენციალს ეცნობა

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ლევან დავითაშვილი და იური ნოზაძე საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.  როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, დელეგაციას   საუდის არაბეთის  სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, დოქტორი ემად ალ დაიჯი ხელმძღვანელობს.

მათივე ინფორმაციით, საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები საქართველოში პირველად იმყოფებიან. ვიზიტი ერთკვირიანია, რომლის ფარგლებში მხარეები საქართველოს აგრარული სექტორის პოტენციალს გაეცნობიან და ორ ქვეყანას შორის მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელებენ.

„მოგეხსენებათ, საუდის არაბეთში გადის ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქტი -ცხვარი. დელეგაციის წევრებს დავათვალიერებინებთ და გავაცნობთ ინფრასტრუქტურას ვეტერინარიის კუთხით. ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე გაეცნობიან საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებებით მიმდინარე საქმიანობას “,- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, დელეგაციის წევრებმა  სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ოფისები დაათვალიერეს და მათ საქმიანობას გაეცნენ. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჯიღაურაში სასოფლო-სამეურნეო ბაზის, ქვეყნის მასშტაბით სანერგე მეურნეობების, ფერმებისა და საწარმოების დათვალიერებაც.

საუდის არაბეთის გაერთიანებული სამეფო ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია. აღნიშნულ ბაზარზე ქართული აგრარული პროდუქციის გატანის ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის და, მათ შორის, სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.

საუდის არაბეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის  შემადგენლობაში  არიან სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის, ნაჯრანის მებაღეობის კვლევითი ცენტრის, მცენარეთა დეპარტამენტის, ცხოველთა კარანტინის განყოფილების, ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics