|
2025-12-23 23:40:15, 15394 ნახვა
სამართალი
პროკურატურა მოკლული მასწავლებლის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პროკურატურის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოებას აწვდიან ინფორმაციას გიგა ავალიანის საქმის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე. განცხადებაში განმარტებულია რატომ მოითხოვა უწყებამ ავალიანის ოჯახის წევრებთან შეხვედრისას ტელეფონების კარადაში განთავსება. ასევე აცხადებენ მზაობას ნებისმიერ დროს შეხვდნენ დაზარალებულ მხარეს და განუმარტონ დეტალურად თითოეული საგამოძიებო მოქმედების და ამ მოქმედებათა საფუძველზე დაკავებული პირების ქმედების სამართლებრივი კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ და ასევე მტკიცებულებების არსებობისა და სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სხვა პირები პასუხისგებაში მისცენ. უწყებაში ასევე დასძენენ, რომ როგორც დაზარალებული მხარის ინტერესებიდან, ისე არასრულწლოვან პირთა საქმის გამოძიების სპეციფიკიდან გამომდინარე თავს იკავებენ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე საუბრისგან. "გუშინ, 2025 წლის 22 დეკემბერს, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს შეეთავაზათ თბილისის პროკურორთან შეხვედრა. თბილისის პროკურატურაში შეხვედრაზე მისულ გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, პროკურატურის შინაგანაწესის თანახმად, ტელეფონების სპეციალურ შესანახ კარადაში განთავსება ეთხოვათ, რაზეც მათ უარი განაცხადეს, იმ მოტივით, რომ პროკურატურას შესანახად ვერ ანდობდნენ მობილურ ტელეფონებს და მოითხოვეს შეხვედრაზე ტელეფონებით შესულიყვნენ. როგორც წესი, პროკურატურის შენობაში მობილური ტელეფონებით მოქალაქეები არ დაიშვებიან. მიუხედავად ამისა, აღნიშნულის შემდეგ, გიგა ავალიანის დედას, ეკა კუპატაძეს შესთავაზეს შეხვედრაზე მობილური ტელეფონით დასწრება, თუმცა ოჯახმა შეხვედრაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან გამართული აქციის მიმდინარეობისას, გიგა ავალიანის ოჯახის წევრებს, მათ უფლებადამცველებთან ერთად, შესთავაზეს საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან შეხვედრა. ამ შემთხვევაში საკომუნიკაციო საშუალებებით შეხვედრაზე დასწრების შესახებ შეზღუდვა საერთოდ არ ყოფილა, რათა ეს არ გამხდარიყო მორიგ ჯერზე შეხვედრაზე უარის თქმის საბაბი. აღნიშნული შეხვედრა ოჯახის გადაწყვეტილებით მაინც არ შედგა. ასევე, განვმარტავთ, რომ შსს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეს, ოჯახის ადვოკატი დარეჯან სულაშვილი გაეცნო საერთო ჯამში 7-ჯერ - 2025 წლის 23, 25 და 28 ოქტომბერს, ასევე 11, 16, 17 და 19 ნოემბერს, რაც მას ყველა ჯერზე დადასტურებული აქვს საკუთარი ხელმოწერით. 2025 წლის 7 ნოემბერს ოჯახის ადვოკატმა ითხოვა საქმის მასალის ასლების გადაცემა, რაზეც მას პროკურორის დადგენილებით უარი ეთქვა საქმის მასალების გახმაურების საშიშროების, შესაბამისად გამოძიების ინტერესების დაცვის მოტივით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის გათვალისწინებით. აღნიშნული დადგენილება ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრდა 19 ნოემბერს და ვინაიდან 18 ნოემბერს საქმე უკვე სასამართლოში იყო წარმართული, საჩივრის ავტორს ეცნობა, რომ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მოკლებული ვიყავით შესაძლებლობას საქმის მასალების გადაცემის შესახებ, ვინაიდან საქმე ამ დროს უკვე სასამართლოში იყო გადაგზავნილი. ამის შემდეგ ოჯახის ადვოკატმა საქმის მასალების გადაცემის მოთხოვნით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითად განმხილველ მოსამართლეს. სასამართლომ დააკმაყოფილა ადვოკატის თხოვნა და რადგან სისხლის სამართლის საქმეში ფიგურირებენ არასრულწლოვნები, მოითხოვა დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაეწერა ხელწერილი საქმის მასალების გაუთქმელობის შესახებ, რაზეც ამ დრომდე რეაგირება და უკუკავშირი სასამართლოსთან არ მომხდარა. სასამართლოსთან შესაბამისი უკუკავშირის შემთხვევაში, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება საქმის მასალების გადაცემის შესახებ. " - წერია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია 4 არასრულწლოვანი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა) და 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისთვის."
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რუსეთი შავ ზღვაში თურქულ გემს თავს დაესხა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)