|
2025-12-16 14:46:50, 14526 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს პროგრამაში 68 სტიპენდიატი გამოვლინდა
საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი ბანკი, ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამ მიმართულებით ორგანიზაციის პორტფელი 40-ზე მეტ პროექტს მოიცავს. განხორციელებულ ინიციატივებს შორისაა, MAC Georgia-სთან ერთად 2025 წელს შექმნილი UNI Grant-ის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, გამოვლინდა საქართველოს ბანკის 68 სტიპენდიატი, მათგან 55-ს დაუფინანსდა სწავლისა და ცხოვრების ხარჯები, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ, 13-მა კი მიიღო სწავლის დაფინანსება. „საქართველოს ბანკისთვის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის ერთჯერადი ინიციატივა, ეს არის გრძელვადიანი სტრატეგია, რომელიც მიზნად ისახავს, განათლების, ბიზნესის, დასაქმებისა და გარემოს დაცვის შესაძლებლობებს შექმნას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ ისეთი გარემოს ჩამოყალიბებას, სადაც ცოდნა, ინოვაცია და პასუხისმგებლობა ერთმანეთთან ერთად ემსახურება საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, MAC Georgia-სთან თანამშრომლობით შევქმენით სასტიპენდიო პროგრამა UNI Grant, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს ვუფინანსებთ, ინდივიდუალური საჭიროებისამებრ. ინიციატივის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 68 სტიპენდიატი და მათი რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება. აღნიშნული პროექტი გამოხატავს ჩვენს რწმენას, რომ განათლებაში ინვესტირება ეს არის სტრატეგიული გამოცდილება, რომელიც მხარს უჭერს არა მხოლოდ ახალგაზრდებს ახლა, არამედ წარმოადგენს ინვესტიციას მათ მომავალში. შესაბამისად, გვჯერა, რომ MAC Georgia-სთან ერთად ვქმნით სისტემურ საფუძველს, რომელიც საშუალებას აძლევს მოტივირებულ ახალგაზრდებს განათლების გზაზე არ გაჩერდნენ“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, საქართველოს ბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი. Uni Grant-ის შესახებ UNI Grant-ის ინიციატივის მიზანია, მისცეს ახალგაზრდებს სწავლისა და განვითარების შესაძლებლობა. ამისათვის, პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდებს სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს საჭიროებისამებრ უფინანსებს. ინფორმაციისთვის, ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკები – საქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.g
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)