09:44 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-26 12:16:16, 990 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძის მოსმენაზე პარლამენტში ვიზიტორებს და ონლაინმედიას არ შეუშვებენ

ივანიშვილის წარმომადგენლის ირაკლი კობახიძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც ნიშნავს, რომ შენობაში ვიზიტორებსა და ონლაინმედიას არ შეუშვებენ. შესაბამის ბრძანებას ხელს ივანიშვილი პარლამენტის თავმდჯომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს. 

"დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე". - წერია განცხადებაში. 

უწყების მტკიცებით, "​აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics