|
2016-03-25 10:44:40, 732 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო “ლეიბორისტული” პარტიის განცხადებას ეხმაურება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ეხმაურება. „ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივნის, გიორგი გუგავას 24 მარტს გაკეთებულ განცხადებას მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს" საქმიანობასთან დაკავშირებით და საზოგადოების სწორად ინფორმირებისათვის, მიზანშეწონილად მიაჩნია განმარტოს შემდეგი: ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის (CEB) მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების მიზნით, შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს" გამოეყო 2.5 მილიონი ევროს ოდენობის სესხი. ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური განმარტავს, რომ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის რეგულაციების შესაბამისად, სესხის განაცხადის წარდგენა ხდება ბანკის წევრისახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის სახელით, ხოლო სასესხო ხელშეკრულება გაფორმდება უშუალოდ ევროპის საბჭოს განვითარების ბანკსა და შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს"შორის. მნიშვნელოვანია, რომ შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრედოს" სესხის ფარგლებში განსაზღვრული აქვს მიკრო და მცირე საწარმოების დაფინანსება საქართველოს სოფლებსა და ქალაქებში. „კრედოს" ძირითადისეგმენტი არის სწორედ სოფლის მოსახლეობა, რომელიც ჩართულია სოფლის მეურნეობაში. როგორც ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური აღნიშნავს, ქვეყნისთვის პრიორიტეტულია კერძო სექტორის დაფინანსება, ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის აქტიური ჩართვა კერძოსექტორში და სხვადასხვა მიმართულების პროექტების დაფინანსება, რაც ასევე, ხელს შეუწყობს დამატებითიკერძო ინვესტიციების მოზიდვას. „მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში კვლავ გაგრძელდეს და გაფართოვდეს კერძო სექტორის დაფინანსებასხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტების მიერ და ასევე გაიზარდოს ევროპის საბჭოს განვითარების ბანკის კერძოსექტორში პარტნიორების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვან წილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში," -აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულგანცხადებაში.
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)