|
2025-10-24 15:04:43, 777 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილს 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა
ყოფილ პრემიერმინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს 1 მილიონიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, მას აეკრძალა ქვეყნის დატოვება. ცოტა ხნის წინ სასამართლოში მისი პროცესი გაიმართა. თავად ირაკლი ღარიბაშვილი პროცესს დაესწრო. ღარიბაშვილს ბრალდება დღეს, 24 ოქტომბერს წარედგინა. ეს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ ბრიფინგზე თქვა. გენპროკურორ გიორგი გვარაკიძის თქმით, ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ბრალდებულია დიდი ოდენობით შემოსავლის უკანონო ლეგალიზებაში (ფულის გათეთრება). მას 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურა გირაოს სახით მილიონ ლარს ითხოვს. გარდა ამისა, ღარიბაშვილს ქვეყნის დატოვება აეკრძალება. უწყების განმარტებით, ღარიბაშვილს ბრალი სსკ-ის 194 მუხლის მე-3 ნაწილი "გ" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. „ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარედგინა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის“ 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. ბრალდებულმა წარდგენილ ბრალდებაში თავი სრულად ცნო დამნაშავედ. პროკურატურამ სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს 1 მილიონი ლარის შეფარდების შესახებ, რომლის უზრუნველყოფა შესაძლებელია როგორც ფულადი თანხით, ასევე უძრავი ქონებით. აღკვეთის ღონისძიებასთან ერთად პროკურატურამ მოითხოვა ბრალდებულისთვის ისეთი დამატებითი ვალდებულებების დაკისრება, როგორიცაა საქართველოს პასპორტის სამართალდამცავი უწყებისთვის ჩაბარება და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამგზავრების აკრძალვა“,- განაცხადა გვარაკიძემ
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)