00:15 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 10:41:48, 894 ნახვა

პოლიტიკა
ეუთოს თავმჯდომარე - საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს

"საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს" - ამის შესახებ განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ეუთოს მოქმედმა თავმჯფომარემ ელინა ვალტონენმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან

სამხრეთ კავკასიიდან ახლახან დავბრუნდი და სამწუხაროდ, რაც საქართველოში ვნახე, ძალიან, ძალიან შემაშფოთებელია. რიგითი ადამიანების წინააღმდეგ ქუჩებში რეპრესიები არის ის, რაც მიუღებელია. საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე იმაზე მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავს, ვიდრე რუსეთს, რაც ძალიან ძლიერ სიგნალს გვიგზავნის ყველა ჩვენგანს. ცხადია, ეს არ არის ევროპული გზა, მაგრამ ეს არც ის გზაა, რაც ქართველმა ხალხმა აირჩია. ასე რომ, ამ კუთხითაც სიმტკიცე უნდა გამოვიჩინოთ“,  - განაცხადა, ელინა ვალტონენმა.

 ვალტონენი ეუთოს თავმჯდომარის რანგში საქართველოში წინა კვირას იმყოფებოდა. ის რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა და მოქალაქეებს სოლიდარობა გამოუცხადა. ამას მოჰყვა ოცნების მხრიდან ვალტონენის კრიტიკა. "გზის გადაკეტვისთვის" ის 5 000 ლარითაც დააჯარიმეს. იქამდე კი კობახიძის განცხადება გავრცელდა, რომ "კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობის" გამო, ვალტონენს აღარ შეხვდებოდა. თუმცა როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს შეხვედრა თავად ფინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გააუქმა, გრაფიკის ცვლილების გამო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics