05:31 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-24 11:56:07, 711 ნახვა

სამართალი
გიორგი მღებრიშვილი გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტს ჰოლგერ მიუნხს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილეს და ხაზი გაუსვეს ტრანსსასაზღვრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას.

როგორც შს მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობა, როგორც ოპერატიულ, ასევე არაოპერატიულ დონეებზე გაღრმავდა. 2015 წლიდან საქართველოს შს სამინისტრომ ბერლინში საკუთარი პოლიციის ატაშე წარგზავნა, რომელიც წარმატებით თანამშრომლობს გერმანიის კრიმინალური პოლიციის ფედერალურ სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწების კრიმინალურ პოლიციებთან. მჭიდროა თანამშრომლობა გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შს სამინისტროს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის.

გიორგი მღებრიშვილის თქმით, რიგ შემთხვევებში კრიმინალი სცდება ერთი ქვეყნის ფარგლებს. ამდენად, საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განვითარებას დიდი მნიშვნელობა აქვს.

შეხვედრაზე საქართველოს შს მინისტრმა და გერმანიის ფედერალური კრიმინალური სამსახურის პრეზიდენტმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics