02:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-23 20:16:06, 422 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მიიღო.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, 23 მარტს მიხეილ ჯანელიძემ საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იური ვარდანიანი მიიღო.
შეხვედრისას საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებულ საკითხთა ფართო სპექტრი განხილეს. კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის არსებული დინამიკა, რაც ორი ქვეყნის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.

საუბარი ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სომხეთის რესპუბლიკაში დაგეგმილ ვიზიტს შეეხო, რომელიც 24-25 მარტს გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თავის სომეხ კოლეგას ედვარდ ნალბანდიანს, სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს სერჟ სარგსიანს და პრემიერ-მინისტრს ჰოვიკ აბრაჰამიანს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics