|
2025-10-04 00:04:42, 1069 ნახვა
პოლიტიკა
EU იმედისა და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას გეგმავს
"რადიო თავისუფლების" ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი წერს, რომ ევროკავშირი გაგმავს "იმედისა" და "POSTV"-ს სანქციები დაუწესოს "რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სანქციების რეჟიმის ფარგლებში". "ევროკავშირი განიხილავს ქართული მედიასაშუალებების, "იმედისა" და "POSTV"-ის სანქცირებას რუსული ჰიბრიდული საფრთხეების სანქციების რეჟიმის ფარგლებში", - წერს იოზვიაკი. ეს ნაბიჯი ნიშნავს, რომ დასანქცირების შემთხვევაში, აღნიშნული ტელევიზიები ევროკავშირში ბიუროს გარეშე დარჩებიან. საქმიანობის განხორციელებას ვერ შეძლებენ საქართველოდან ჩასული მათი ჟურნალისტებიც. სანქციები მიემართება იმ ადამიანებს, რომლებიც ჩართულნი არიან რუსეთის ხელისუფლების ისეთ ქმედებებში, რაც საფრთხეს უქმნის ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების ძირითად ღირებულებებს, მათ უსაფრთხოებას, სტაბილურობას, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. სანქციები უწესდებათ იმ პირებსაც, რომლებიც ჰიბრიდულ საქმიანობას ახორციელებენ მესამე სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ. ცნობისთვის, ევროპულმა საბჭომ რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ შემზღუდავი ზომების ვადა კიდევ ერთი წლით, 2026 წლის 9 ოქტომბრამდე გაახანგრძლივა. ეს შეზუღუდვები დაწესებულია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის საზღვარგარეთ დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებებზე. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა რუსეთის მიერ განხორციელებული ჰიბრიდული აქტივობების, მათ შორის, "უცხოური ინფორმაციული მანიპულაციისა და ჩარევის" (FIMI) გამო, ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და პარტნიორების წინააღმდეგ. რუსეთის მიერ დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობების გამო, შემზღუდავი ზომები ამჟამად 47 ფიზიკურ პირსა და 15 ორგანიზაციას ეხება. სანქცირებული პირები ექვემდებარებიან აქტივების გაყინვას, ხოლო ევროკავშირის მოქალაქეებსა და კომპანიებს ეკრძალებათ მათთვის ფულადი სახსრების, ფინანსური აქტივების ან ეკონომიკური რესურსების მიწოდება. ფიზიკურ პირებს ასევე შეეზღუდებათ ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა ან ტრანზიტული ვიზიტი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)