10:56 - 25 Jun, 2026
|
2025-09-25 16:57:21, 1255 ნახვა
მსოფლიო
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს სარკოზის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა პირობითი სასჯელით მიესაჯა. სასამართლომ ის „დანაშაულებრივი შეთქმულების“ ბრალდებით ცნო. გამომძიებლების თქმით, მისი 2007 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დაფინანსება ლიბიის ყოფილ ლიდერ მუამარ კადაფის უკავშირდებოდა. სამშაბათს, საქმეში მთავარი მოწმის, ფრანკო-ლიბანელი ბიზნესმენის, ზიად ტაკიედინის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი. მან განაცხადა, რომ 2006-2007 წლებში სარკოზის და მისი საარჩევნო კამპანიის მენეჯერს, კლოდ გეანტს, 5 მილიონი ევროს ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნები გადასცა. თუმცა, მოგვიანებით ბიზნესმენმა ჩვენება უკან წაიღო და ლიბანში გაიქცა. სარკოზის ასევე ბრალი წაუყენეს სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და პასიურ კორუფციაში, თუმცა სასამართლომ იგი გაამართლა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)