10:57 - 25 Jun, 2026
|
2025-09-15 09:51:21, 1460 ნახვა
მსოფლიო
ზელენსკი- უკრაინას რუსული დრონების წინააღმდეგ იაფი და ეფექტიანი გადაწყვეტილებები აქვს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინას რუსული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლის იაფი და სისტემური მეთოდები აქვს და მზადაა, ეს გამოცდილება პარტნიორებს გაუზიაროს. მისი თქმით, რუსეთი ცდილობს ომი პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების ტერიტორიაზე გადაიტანოს. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატო-ს ძლიერი თავდაცვის სისტემები აქვს, უკრაინას რუსული დრონების ("შაჰედები" და "გერანები") წინააღმდეგ ბრძოლის გაცილებით იაფი და ეფექტიანი გზები აქვს. ზელენსკის ამ განცხადებას წინ უძღოდა 10 სექტემბერს პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული დრონების შეჭრა. პოლონეთმა მათი ნაწილი ჩამოაგდო, მაგრამ ერთ-ერთმა დრონმა კერძო სახლის სახურავი და ავტომობილი დააზიანა. საბედნიეროდ, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)