|
2025-08-21 13:42:26, 1623 ნახვა
საზოგადოება
Anchor„გურმან აკადემია“ - სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
„გურმან აკადემია“ 2022 წელს გამოჩნდა ბაზარზე და მას შემდეგ აქტიურად ცვლის იმ წარმოდგენას, რაც სწრაფ კვებაზე გვქონდა. პირველი ფილიალები გაიხსნა გალერია თბილისსა და ისთ ფოინთში — ლოკაციებზე, სადაც მაღალი გამავლობა მაღალი ხარისხის მომსახურების მოთხოვნასაც განაპირობებს. თუმცა, აკადემიის მიზანი თავიდანვე გაცილებით ამბიციური იყო: „სწრაფი კვების სექტორში ახალი სტანდარტების დაწესება — მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი, თუმცა მაღალი ხარისხის პროდუქტების შეთავაზება, თანამედროვე დიზაინით, მომსახურებითა და დახვეწილი გემოვნური პროფილით“, — აღნიშნავს თამარ ცინცაძე, „გურმან აკადემიის“ დამფუძნებელი. „გურმან აკადემიის“ ყოველდღიურ საქმიანობაში კარგად იგრძნობა, როგორ ერწყმის ერთმანეთს ტექნოლოგიური პროცესების ავტომატიზაცია და ადამიანური კომპონენტი — ყურადღება თითოეულ დეტალზე, სწრაფი რეაგირება მომხმარებლის უკუკავშირებზე და შინაგანი სტანდარტების მუდმივი დახვეწა. როგორც თამარი ამბობს, „გუნდის წევრების განვითარება და მოტივაცია მუდმივი პროცესია, რაც ჩვენი წარმატების ერთ-ერთი ფუნდამენტური საფუძველია”. დღეს ბრენდი უკვე ისეთ პროექტებს აერთიანებს, როგორებიცაა მეღვინეობა და აგრო-ეკო ტურიზმი. ყვარელში შექმნილი კონცეფცია არამარტო ქართულ ტრადიციებს ეყრდნობა, არამედ მჭიდროდ უკავშირდება თანამედროვე ეკოლოგიურ და ტურისტულ ტენდენციებსაც. „ყვარელში ვქმნით უნიკალურ სივრცეს, რომელიც აერთიანებს ბიო მევენახეობას, ტრადიციულ ქვევრის ღვინის წარმოებას და სტუმრებზე ორიენტირებულ აგრო-ეკო ტურიზმს“. სტუმრებს ექნებათ შესაძლებლობა, თავად მიიღონ მონაწილეობა რთველში, დააგემოვნონ კახური სამზარეულო, დააკვირდნენ ღვინის დავარგებას ქვევრში და განიცადონ ის, რასაც ქართულ კულტურას ვუწოდებთ. გარდა ამისა, იგეგმება სრულიად ინოვაციური პროდუქტის — უალკოჰოლო ქვევრის ღვინის წარმოება. „ეს გახდება ჯანსაღი ალტერნატივა მათთვის, ვინც არ მოიხმარს ალკოჰოლს, მაგრამ სურს ღვინის სრული, ავთენტური არომატის დაგემოვნება“. თავის მხრივ, „გურმან აკადემიაში“ საკვები კონცეფციაც არ არის სტანდარტული. აქ ყველაფერს საფუძვლად ადგილობრივი პროდუქტები და სეზონურობა უდევს, ხოლო ვიზუალური მხარე და მომზადების ტექნიკა უკვე თანამედროვე კულინარიული მიდგომების ნაწილია. როგორც თამარი აღნიშნავს, ბრენდის განვითარებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია თიბისის მხარდაჭერას. „ჩვენზე მორგებულმა ფინანსურმა პროდუქტებმა, აგრეთვე მეწარმეობის მიმართულებით თიბისის გამოცდილებამ, მოგვცა შესაძლებლობა, გვეზრუნა როგორც სწრაფ გაფართოებაზე, ისე - რთულ და ინოვაციურ პროექტებზე”. „გურმან აკადემია“ უკვე დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ სწრაფი კვების მიმართულებას, ის ქართულ ტრადიციას თანამედროვე სტანდარტებთან აერთიანებს და ამ გზით ქმნის ახალ გამოცდილებას: ავთენტურს, გემრიელს და გრძელვადიანს.
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)