08:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-08-18 17:32:45, 1805 ნახვა

სამართალი
ექსპერტიზის თანახმად, გოშაძისა და მიმინოშვილის წინააღმდეგ ვიდეოები დამონტაჟებულია

ლევან სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ვიდეოები, რომელიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს, დამონტაჟებულია. ამის შესახებ ცნობილი დღევანდელი პროცესიდან გახდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.

მათი ცნობით, პროცესზე ადვოკატი ნინო ლომინაძე მოითხოვს საქმეს დაერთოს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან მიღებული ექსპერტიზის დასკვნები, ხოლო ამ ექსპერტიზის ჩამტარებლები დაიკითხონ.

"ნინო ლომინაძემ ექსპერტიზა დანიშნა იმ ვიდეოებზე, რომლებიც თორნიკე გოშაძისა და ირაკლი მიმინოშვილის წინააღმდეგ საქმეში დევს.

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ვიდეოები დამონტაჟებულია და რამდენიმე გრძელი კადრის გადაბმას წარმოადგენს.

პროკურატურამ უდავოდ გახადა ამ ექსპერტიზის შედეგის შინაარსი, ეს ნიშნავს, რომ დაეთანხმა ექსპერტიზის დასკვნის შინაარს.

ადვოკატი, წინააღმდეგი არაა, რომ მისი ჩატარებული ექსპერტიზა საქმეში მოხვდეს, როგორც "უდავო", - წერს თავისუფლება პროცესიდან.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics