19:52 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-22 11:45:29, 1555 ნახვა

რეგიონი
ხულოსა და შუახევის სამედიცინო პუნქტებს მედიკამენტები გადაეცა

სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტების თემის სამედიცინო პუნქტებს პირველადი სამედიცინო დახმარების მედიკამენტები გადეცათ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო პუნქტებისათვის მედიკამენტების მიწოდებას ტენდერში გამარჯვებული ფარმაცევტული კომპანიები „ავერსი“ და „ეი-ბი-სი ფარმაცია“ უზრუნველყოფენ. მედიკამენტების გადაცემის პროცესს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2016 წელს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარების პროგრამის ბიუჯეტი 783 400 ლარს შეადგენს.

პროგრამით გათვალისწინებულია თემის სამედიცინო პუნქტების მედდების ხელფასით, მედიკამენტებით, წნევის საზომი აპარატებით და სადიაგნოსტიკო საშუალებებით უზრუნველყოფა.

პროგრამის ფარგლებში სოფლის მოსახლეობას ექიმამდელ სამედიცინო დახმარებას 230 მედდა აწვდის.

პროგრამის სრული ვერსია: http://adjara.gov.ge/uploads/Docs/013b7211e557496395b766561da6.pdf





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნავროცკიმ ზელენსკის მიმართა „თეთრი არწივის“ სკანდალის ფონზე
ღობის საქმის მოსამართლე: თქვენ ყველანი პატიოსანი ადამიანები ხართ, მაგრამ კანონი დაარღვიეთ
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის პროექტში საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზეა საუბარი
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ვორონეჟში რაკეტსაწინააღმდეგო ნახევარგამტარების ქარხანაზე იერიში მიიტანეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics