|
2016-03-22 09:29:46, 832 ნახვა
სამართალი
საქართველოში გიორგი დგებუაძის, იგივე "მასტერას" ექსტრადიცია განხორციელდა
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და განსაკუთრებულ დავალებათა მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, იგივე "მასტერა" საქართველოში ჩამოიყვანეს. მისი ექსტრადიცია ჰოლანდიიდან გამთენიისას განხორციელდა. დგებუაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებაშია გადაყვანილი. როგორც მთავარი პროკურატურის წარმომადგენელმა ამირან გულუაშვილმა აღნიშნა, დგებუაძე ე.წ. ნავთლუღის სპეცოპრაციის სისხლის სამართლის საქმეზეა ბრალდებული. კერძოდ, მას ბრალად ედება 2006 წლის 12 იანვარს, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯგუფურად ჩადენილი სამი ახალგაზრდის განზრახ მკვლელობა. ასევე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტება. „იმის გათვალისწინებით, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეფარდებულია პატიმრობა, მისი მოთავსება მოხდა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში“, - აღნიშნა გულუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)