|
2025-08-06 22:16:06, 1680 ნახვა
პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები გრიგოლ გეგელიას დაუპირისპირდნენ - ვიდეო
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები „ლელო-ძლიერი საქართველოს” ლიდერებს დაუპირისპირდნენ. კერძოდ, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციაზე „ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია შენიშნეს. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას აქციაზე ყოფნა გააპროტესტეს. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, რის შემდეგაც გრიგოლ გეგელიას და „ლელოს“ სხვა წარმომადგენლებს რუსთაველის გამზირის დატოვება მოუწიათ. გეგელია ადგილიდან სამართალდამცველებმა გაიყვანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათი პროტესტის მიზეზი „ლელოს“ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა გახდა. ამასთან, მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გეგელიამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ არანაირ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია და „ყველანი ერთ მხარეს დგანან“. არის მღელვარება, მესმის, მაგრამ არანაირი თავდასხმა არ ყოფილა, არანაირი მნიშვნელოვანი ექსცესი. განურჩევლად იმისა, ვის როგორი პოზიცია აქვს, გავაგრძელებ ამ ქვეყნისთვის ბრძოლას, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მომხდარი დაპირისპირების შემდეგ განუცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)