|
2025-07-31 23:57:18, 3346 ნახვა
პოლიტიკა
ოცნების პრემიერ-მინისტრი სინდისის პატიმრებზე - თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია
თუ ვინმე ძალადობდა ყველა დასასჯელია, მაგრამ არ შეიძლება, ვიმოქმედოთ ორმაგი სტანდარტებით, სადაც პირდაპირი მტკიცებულებაა იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც მომიტინგეებზე ძალადობას შეეხებოდა. ოცნების პრემიერის თქმით, ძალოვანების მიმართულებით იყო მტკიცებულებებისა და იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა ყველა გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. „ძალოვანების მიმართულების ნაწილში იყო მტკიცებულებების პრობლემა, იდენტიფიცირების პრობლემა, თუმცა აქაც დამატებით უნდა ჩავეძიოთ შესაბამის უწყებებს და უნდა დავადგინოთ, არიან, თუ არ არიან იდენტიფიცირებადი შესაბამისი პირები. მაგრამ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ ორმაგი სტანდარტებით ნუ ვიმოქმედებთ. სადაც არის პირდაპირი მტკიცებულება იმაზე, რომ კონკრეტული მომიტინგე ძალადობდა, იმას ნუ დავუძახებთ მაშინ პოლიტიკურ დევნილს, თუ პოლიტიკურ პატიმარს. არ არის საჭირო ორმაგი სტანდარტები, ყველა გამოძიება ბოლომდე უნდა იქნას მიყვანილი. საქმეში ჩართული იყო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, ახლა არიან სხვა უწყებები, არსებული ინფორმაციით, ეს პირები იდენტიფიცირებადები არ იყვნენ, თუმცა უნდა გაგრძელდეს, რა თქმა უნდა, შესაბამისი სამუშაოები. მე მინდა, ვთხოვო კიდევ ერთხელ საჯაროდაც ყველას, როგორც პროკურატურას, ისე შსს-ს, თუ ისინი შეძლებენ შესაბამისი პირების იდენტიფიცირებას, მაქსიმალურად უნდა სცადონ ეს ყველაფერი. საჯაროდ შემიძლია ყველას მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად ჩაეძიონ თითოეულ ამ საქმეს,"- განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)