|
2025-07-28 12:00:04, 1929 ნახვა
სამართალი
ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენი შემდეგ სხდომაზე გამოცხადდება
აქციების დროს დაკავებული ანატოლი გიგაურის საქმეზე განაჩენს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია შემდეგ სხდომაზე გამოაცხადებს. ნაჭყებიამ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ აუცილებელი მოგერიება ვრცელი საკითხია, რომელიც ბევრი კომპონენტისგან შედეგება და თითოეული ამ კომპონენტის დადასტურება ან არდადასტურება შესაძლოა გადამწყვეტი იყოს, ამიტომ, მისი თქმით, გადაწყვეტილების მისაღებად დრო სჭირდება და საბოლოო განაჩენს შემდეგ სხდომაზე გამოცხადდება. ცნობისთვის, ანატოლი გიგაური 2024 წლის, 24 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილიც წარედგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ანატოლი გიგაურის ადვოკატის, ლაშა ცუცქირიძის თქმით, გიგაური თავს დამნაშავედ არ ცნობს, რადგან მისი ქმედება იყო აუცილებელი მოგერიება - მის მიერ პოლიციელისთვის ხელის მოქნევის ფაქტს წინ უსწრებდა აღნიშნული პოლიციელის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც ადვოკატის თქმით, ვიდეომტკიცებულებითაც დასტურდება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)