|
2025-07-25 13:22:51, 1763 ნახვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი - მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას 200 ათასი დოლარის გადახდაზე
მხარს ვუჭერ უმაგრესი ლევან ხაბეიშვილის ინიციატივას, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ივანიშვილის ყველა დამსჯელი ორგანოს წარმომადგენელს გადავუხადოთ 200 ათასი დოლარი, თუ ისინი გადმოგვცემენ რეჟიმის საქმიანობაზე მასალებს. მაგალითად, აქციების მონაწილეების წამების მასალებს და ასევე მათ, ვინც დადებს იარაღს და უარს იტყვის აქციის მონაწილეებზე თავდასხმაზე. რა თქმა უნდა, ფულის გადახდა მოხდება რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ერთი თვის განმავლობაში, ივანიშვილის მაფიის მიერ მოპარული თანხების დაბრუნების პარალელურად. მე მგონი, ხალხს უნდა ახსოვდეს, რომ მე ჩემს დაპირებებს ყოველთვის ვასრულებ“, – წერს სააკაშვილი. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა: „მივმართავ ძალოვან უწყებებს, განსაკუთრებით განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, ვინც არ მიიღებთ მონაწილეობას დარბევაში, 200 ათას დოლარს მიიღებთ, სხვა თანამშრომლებსაც, ვინც სისტემას ამხელს, უნდა მივცეთ ეს თანხა“.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)