20:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-07-25 12:54:54, 2653 ნახვა

მსოფლიო
ვიქტორ ორბანი - უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთს გაანადგურებს

უნგრეთის ფუნდამენტურ ინტერესებშია, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ წინააღმდეგობა შეინარჩუნოს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა რადიო Kossuth-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, სრული წევრობის ნაცვლად ევროკავშირსა და უკრაინას შორის სტრუქტურირებული, სახელშეკრულებო სტრატეგიული პარტნიორობა უნდა ჩამოყალიბდეს.

ორბანის მტკიცებით, ომში მყოფი ქვეყნის მიღება ევროკავშირში ომის იმპორტირებას ნიშნავს, უნგრეთს კი ფრონტის ხაზზე მყოფ სახელმწიფოდ გადააქცევს.

„ეს უნგრეთს გაანადგურებს. უამრავი უნგრელი დაიღუპება, ჩვენს ახალგაზრდობას წაიყვანენ, ომში ჩაგვითრევენ, საშინელ განადგურებას განვიცდით და ჩვენი ეკონომიკა ნანგრევებად იქცევა“, - აღნიშნა ორბანბმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics