|
2025-07-22 19:04:39, 1566 ნახვა
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ოცნებას ოპონენტებთან დიალოგისკენ მოუწოდებს
დიდი ბრიტანეთის ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და საზღვაო საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუტიმ, განაცხადა, რომ იგი კვლავ ღრმად შეშფოთებულია საქართველოში მთავრობის მიერ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის მიმართ მზარდი ზეწოლის გამო. მან გაიხსენა, რომ 11 ივლისს, ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა „გმო ოპოზიციური პოლიტიკოსების პოლიტიკურად მოტივირებული დაკავებები“. „მე არაერთხელ მივაპყარი ყურადღება სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიულ კანონმდებლობაზე. ჩვენ შევამცირეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის დონე და განვიხილავთ ყველა სხვა ვარიანტს, რაც ჩვენთვის ხელმისაწვდომია. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეცვალოს კურსი და ჩაერთოს ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგში საქართველოს მომავლის ყველა დაინტერესებულ მხარესთან“, - განაცხადა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)