14:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-06-28 12:31:17, 851 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ახლა მთავარი ოპოზიციის ერთიანობა და ორგანიზებულობაა

ჩვენ ვხედავთ უამრავი ახალგაზრდა პატიმრის, პოლიტიკოსების თავგანწირვას, რომლებიც ციხეში არიან და სწორედ ამ თავგანწირვის მიდგომით დავანგრევთ ამ კედელს, რასაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ჰქვია, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის მეორე დღეა, შიმშილობს.

მისივე თქმით, ახლა მთავარი ოპოზიციის ერთიანობა და ორგანიზებულობაა.

„ჩვენ ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლის გზაჯვარედინზე ვართ - რუსებთან, პრაქტიკულად რუსულ საოკუპაციო რეჟიმთან. ძალიან მნიშვნელოვანია, ბრძოლის სწორი სტრატეგია გვქონდეს ამ რეჟიმთან. სწორი სტრატეგია რამდენიმე პუნქტისგან შედგება, პირველი, ეს არის, ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან, ამაში შედის რა თქმა უნდა, არათუ არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება, არამედ, ამ არჩევნების დელეგიტიმაცია და ხალხთან მუშაობა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომ ეს არჩევნები ვერ შედგეს, როგორც ვერ შედგა პარლამენტი, პრეზიდენტი, კომისია და ა.შ. ამ დელეგიტიმაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ოპოზიციის დაორგანიზება, როცა პოლიტიკური სიცხადე შემოვა, აქციებიც ახალ ეტაპზე გადავა. ახლა ხალხი ბუნებრივია, დაბნეულია და აუცილებელია ჩვენი პარტნიორებისთვის თქმა, რომ საქართველო ის ქვეყაანაა, სადაც ვერც ომი და ვერც ჰიბრიდული ომი ვერ აჩერებს ხალხს ბრძოლილსგან. ჩვენ ვხედავთ უამრავი ახალგაზრდა პატიმრის, პოლიტიკოსების თავგანწირვას, რომლებიც ციხეში არიან და სწორედ ამ თავგანწირვის მიდგომით დავანგრევთ ამ კედელს, რასაც რუსული საოკუპაციო რეჟიმი ჰქვია“, - განაცხადა ხოშტარიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics