|
2025-06-22 14:54:36, 1034 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის კონგრესი ტრამპის იმპიჩმენტს მოითხოვს
დემოკრატებმა პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევაში დაადანაშაულეს: მან სამხედრო ოპერაცია კონგრესის თანხმობის გარეშე დაიწყო, რაც აშშ-ის საომარი უფლებამოსილების კანონს ეწინააღმდეგება. იმპიჩმენტის პირდაპირი მოთხოვნები უკვე გაჟღერდა. დემოკრატი სენატორი კრის მერფი მოითხოვს, რომ ტრამპს უფლებამოსილება დაუყოვნებლივ ჩამოერთვას. ირანზე დარტყმების შემდეგ მერფიმ განცხადება გააკეთა: „კონგრესმა რაც შეიძლება მალე უნდა მისცეს ხმა კანონპროექტს, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებებს ზღუდავს. ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ტრამპმა აშშ კიდევ ერთ ახლო აღმოსავლეთის ომში ჩაითრიოს“. The Wall Street Journal-ის ცნობით, ვაშინგტონმა ირანს წინასწარ აცნობა, რომ ბირთვულ ობიექტებზე დარტყმები ერთჯერადი ქმედება იყო და აშშ არ ცდილობდა თეირანში რეჟიმის შეცვლას. გადაწყვეტილება რამდენიმე კვირის წინ მიიღეს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან მჭიდრო თანამშრომლობით. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის დაწყების მცდელობები ადრეც განხორციელდა. თუმცა, დემოკრატიულმა პარტიამ ვერ შეძლო საკმარისი მხარდაჭერის მოპოვება კონგრესის ორივე პალატაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)