|
2025-06-21 14:24:13, 1070 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი მედვედევი - უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა
უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნა საშიში პროვოკაცია იქნებოდა, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამის“ არხზე წერს. „მტრის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ შექმნისა და გამოყენების შესაძლო მცდელობები, რის შესახებაც გუშინ პრეზიდენტმა ისაუბრა, უკიდურესად საშიში პროვოკაცია იქნებოდა, რასაც პროპორციული პასუხი მოჰყვებოდა“, - წერს მედვედევი. ცნობისთვის, გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ „უკრაინის მიერ ე.წ. „ბინძური ბომბის“ გამოყენებას კატასტროფული შედეგები მოჰყვება“. „ეს კოლოსალური შეცდომა იქნებოდა იმ ადამიანების მხრიდან, რომლებსაც დღევანდელ უკრაინაში ნეონაცისტებს ვუწოდებთ. რადგან როგორც ჩვენი ბირთვული დოქტრინა, ასევე ჩვენი მოქმედების პრაქტიკა ამბობს, რომ ჩვენ წინაშე არსებულ საფრთხეს ყოველთვის ვპასუხობთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)