|
2025-06-21 13:40:58, 1001 ნახვა
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი - ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება
საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია - ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ, ბათუმში ევროპის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზას დაუბრუნდება, ევროკავშირი მზადაა, რომ საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად კვლავ დაეხმაროს. „საქართველოსა და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა, მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს, თქვენთან სოფლებში თუ ქალაქებში. 2023 წლეს ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ. დღეს კი საქართველოს ევროინტეგრაცია შეჩერებულია, დასანანია, რომ საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის ისტორიული შანსი, მეტიც საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია. ევროპული ოჯახის წევრობა არის შესაძლებლობა და არა ვალდებულება, ის ეფუძნება ხალხისა და სახელმწიფოს სუვერენულ არჩევანს. რეალობა ის არის, რომ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს მშვიდობასა და კეთილდღეობას! ჩვენი ქვეყნების ისტორიის, კულტურისა და ტრადიციების პატივისცემას, ამიტომაც ვართ ერთად! თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ, ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს უკეთესი მომავლის იმედით, წინ საქართველო! წინ!“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)