|
2025-06-21 13:10:57, 1083 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განვიხილე
რეჯეფ თაიფ ერდოღანთან სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი განვიხილე, - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი გუშინ სტამბოლში, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. „სტამბოლში, პრეზიდენტ ერდოღანთან მოსაზრებების დეტალური გაცვლა შედგა. განვიხილეთ სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი, რეგიონული დინამიკა და მდგრადი დიალოგის მნიშვნელობა. სომხეთი ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მშენებლობის ერთგული რჩება“, - დაწერა ნიკოლ ფაშინიანმა X-ზე. თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, მხარეებმა თურქეთსა და სომხეთს შორის კონტაქტები, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მშვიდობისა და დიალოგის პროცესი და რეგიონში მიმდინარე მოვლენები განიხილეს. „შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს მიღწეული კონსენსუსის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თურქეთი „ორმხრივად მომგებიანი“ პრინციპის თანახმად რეგიონის განვითარების მიზნით მხარდაჭერის გაწევას გააგრძელებს“, - ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)