07:03 - 26 Jun, 2026
|
2025-06-18 18:51:59, 1122 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპი - არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირან-ისრაელის კონფლიქტში შეერთებული შტატების შესაძლო ჩართვასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვას უპასუხა. მისი თქმით, შეიძლება ეს გააკეთოს, შეიძლება – არა. „არ ვიცი, შეიძლება, ეს გავაკეთო, შეიძლება – არა. არავინ იცის, რისი გაკეთება მინდა. მაგრამ ერთს ვიტყვი, ირანს ბევრი პრობლემა შეექმნა და მოლაპარაკება უნდა“, – განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს. როგორც „ბიბისი“ წერს, აშშ-ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ბოლო დღეებში გაკეთებული განცხადება, რომ ირანი მეტად უნდა ყოფილიყო მზად მოლაპარაკებებისთვის, ვიდრე ისრაელი მასზე იერიშს მიიტანდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)