22:26 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-17 14:21:05, 455 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი: კარასინის განცხადება მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს უნდა მიეწოდოს

მოვუწოდებ საქართველოს საელჩოებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რომ ეს განცხადება შესაბამის ენებზე იქნას თარგმნილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გრიგორი კარასინის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

ცნობისთვის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა გუშინ პრაღაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთი ჯერჯერობით ითმენს, თუმცა ამ მოთმინებასაც საზღვარი აქვს. 

გიორგი მარგველაშვილი საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მოუწოდებს, რომ კარასინის განცხადება იმ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიაწოდონ, სადაც იმყოფებიან.

„ჩემმა მრჩეველმა ამაზე განცხადება გააკეთა, ჩვენ ამით შემოვიფარგლებით. ამასთან დაკავშირებით მინდა მოგახსენოთ, რომ მოვუწოდებ საქართველოს საელჩოებს ჩვენს მეგობარ ქვეყნებში, რომ ეს განცხადება შესაბამის ენებზე იქნას თარგმნილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებს მიეწოდოს“,- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics