|
2025-05-29 18:07:20, 846 ნახვა
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია
უფრო დიდი ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ეს ისტორიული მომენტია, ხელიდან არ უნდა გავუშვათ და მოწოდებას ვუპასუხოთ - უკრაინისთვის, ბალკანეთისთვის, მოლდოვისთვის და იმედია, საქართველოსთვის. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კარლოს დიდის სახელობის საერთაშორისო პრემიის მიღებისას განაცხადა. მისი თქმით, გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, მაგრამ ახლა „ისტორიამოგვიწოდებს“, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა. “დამოუკიდებელი ევროპისთვის მესამე იმპერატივია ჩვენი კონტინენტის შემდგომ, ისტორიულ ხელახლა გაერთიანებაზე მუშაობა. ევროპის ქვეყნების მისალმება, რომელთაც ჩვენს კავშირში გაწევრიანებაზე თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. ეს არა მხოლოდ მორალური საჭიროებაა ევროპისთვის, ეს წინაპირობაა უფრო ძლიერი ევროპისთვის - სახლში და გეოპოლიტიკურად მსოფლიოში. უფრო დიდი, ხელახლა გაერთიანებული ევროკავშირი გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში. დაგვეხმარება ჩვენი დამოკიდებულობების შემცირებაში. ის უზრუნველყოფს, რომ დემოკრატია, კეთილდღეობა და სტაბილურობა გაძლიერდება ევროპის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გაწევრიანება ყოველთვის დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია ახლა მოგვიწოდებს, როგორც 1989 წელს მოგვიწოდებდა, როდესაც ცვლილებების ქარმა ევროპის მასშტაბით დაუბერა. უკრაინაში ყოველ დღე ვხედავთ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. ვნახეთ მსხვერპლი, რომელსაც ხალხი იღებს ბოლო სამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში. ასე რომ კი, ეს ისტორიული მომენტია. და ხელიდან არ უნდა გავუშვათ ის. ამ მოწოდებას უნდა ვუპასუხოთ. უკრაინისთვის. დასავლეთ ბალკანეთისთვის. მოლდოვისთვის. იმედია, საქართველოსთვის. ყველა მათთვის, ვინც საკუთარი არჩევანი გააკეთა. ჩვენს კავშირში თავისუფალი და მშვიდობიანი მომავლისთვის. უფრო ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპისთვის,” - განაცხად ფონ დერ ლაიენმა.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)