21:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 16:02:00, 573 ნახვა

პოლიტიკა
რომან გოცირიძე - გომელაური ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა

როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს “მაგნიტსკის სიიდან” ამოღებული - გომელაური აგენტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ივანიშვილის მონა და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი იყო, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა, - ასე ეხმაურება შს მინისტრის თანამდებობიდან ვახტანგ გომელაურის გადადგომას პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე.

გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ “მაგნიტსკის სიაში“ მყოფი პირი მინისტრად ვერ დარჩებოდა ისეთ ხელისუფლებაშიც კი, როგორიც ეს რუსული რეჟიმია“.

“დასავლეთის კარები და საფინანსო მომსახურება სიცოცხლის ბოლომდე რომ ჩაეკეტა, ესეც ნათელია. როგორც იმ ქვეყნიდან მობრუნებული არავის უნახავს, ასევე არავის უნახავს მაგნიტსკის სიიდან ამოღებული.

დამთავრდება ომი და ადრე თუ გვიან რუსეთის ნომრიან აგენტს ფარცხალაძე-რომანოვსაც კი მოუხსნიან სანქციებს. გომელაური ნამდვილად არ იყო აგენტი, მაგრამ ივანიშვილის მონა იყო და ყველა ბრძანების უსიტყვოდ შემსრულებელი, რაც სამუდამო იზოლაციად დაუჯდა“, - აცხადებს რომან გოცირიძე.

ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით ინფორმაცია დღეს, დილით გაავრცელა. როგორც გომელაური აცხადებს, დღეს ქვეყანაში მშვიდი ვითარებაა, რის გამოც თავს უფლება მისცა, თანამდებობა დაეტოვებინა.

შს მინისტრის პოსტზე პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით გელა გელაძე დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics