07:41 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 15:25:27, 894 ნახვა

სამართალი
ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურამ მის საქმეზე ხვალისთვის ჩანიშნული პროცესის გადადება მოითხოვა

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას განცხადებით, პროკურატურამ მის საქმეზე ხვალისთვის ჩანიშნული პროცესის გადადება მოითხოვა.

„ადვოკატს, გიორგი კონდახაშვილს სასამართლომ დაურეკა და საინტერესო ამბავი შეატყობინა, რომ ორმა პროკურორმა გოგონამ წერილობით მიმართა სასამართლოს, რომ ისინი ხვალ მთელი დღის განმავლობაში იქნებიან ტრენინგზე, შესაბამისად, არ იქნებიან თბილისში და ვერ დაესწრებიან სასამართლო პროცესს. მათ ითხოვეს, რომ სასამართლომ საპატიოდ ჩაუთვალოს მათ ეს გაცდენა, არ დასწრება“, - აცხადებს მელია.

მისივე თქმით, ხვალინდელ პროცესზე არც ის გამოცხადდება.

„უკვე იცით, ხვალინდელ სასამართლო პროცესში მონაწილეობაზე უარი ვთქვი ცნობილი მიზეზების გამო. ვთქვი, რომ დაველოდებოდი განაჩენს სხვა ადგილზე. ამ წუთის მდგომარეობით, პროკურორები ხვალინდელ სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდებიან, არ იქნება არც ბრალდებული. ასეთი მდგომარეობაა“, - აღნიშნა მელიამ.

ცნობისთვის, ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტებისთვის დაიბარეს, სადაც ის არ მივიდა, რის შემდეგაც მას ბრალდება წაუყენეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მას აღკვეთის აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა მელიამ გირაოს გადახდაზე უარი თქვა.

ნიკა მელიას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარედგინა, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

ეს ქმედება ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics