21:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-28 15:03:22, 633 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპოზიციის პლატფორმები დროებითია

ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო - მათი ლიდერების განცხადებებშიც იკვეთება, რა განწყობები აქვთ ერთმანეთისადმი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებს შორის „რაიმე სახის ერთობა, დროებითია“.

„ოპოზიციაში დაპირისპირება ყოველთვის იყო. არაერთი ფაქტი გვახსოვს იმის, რომ რაღაც პლატფორმები იქმნებოდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი დროებითია, როგორ შეიძლება მათ შორის რაიმე ერთობა, როცა სხვადასხვა მსოფლმხედველობა აქვთრა განწყობა და დამოკიდებულება აქვთ ერთმანეთის მიმართ, იმ განცხადებებშიც იკვეთება, რასაც მათი ლიდერების მხრიდან ვისმენთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის შეფასებით, ოპოზიცია იმოქმედებს ისე, როგორც „თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან“.

„არ მინდა, მათ პოლემიკაში შევიდე, თუ ვინ იღებს ან არ იღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ეს არ არის ჩვენი საქმე.

რაც შეეხება ჩვენს გუნდს, მზადება გვაქვს დაწყებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში, თუმცა ბევრი პრობლემა რჩება, არსებობს გამოწვევები. ამ ყველაფერს სჭირდება ღირსეული პასუხი. საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რას ვგეგმავთ და როგორ ვაპირებთ მათ მოგვარებას. მგონია, რომ ოპოზიციას რასაც თავიანთი პატრონები გარედან ეტყვიან, ისე მოიქცევიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics