|
2025-05-21 12:56:17, 1008 ნახვა
სამართალი
გივი თარგამაძის საქმე არსებითად განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა
პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პოლიტიკოს გივი თარგამაძის წინააღმდეგ აღძრული საქმე სასამართლოს არსებითად განხილვისთვის გადაეცა, რითაც სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მანამდე კი, დღევანდელ სხდომაზე, გივი თარგამაძის დაცვის მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, რითაც სისხლის სამართლის საქმის საერთოდ შეწყვეტა მოითხოვა. როგორც ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა, საქმე უნდა შეწყდეს იმ მიზეზით, რომ ის პოლიტიკურად მოტივირებულია და სამართლებრივი თვალსაზრისითაც აბსურდია. „გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, ეს არის სამართლებრივი თვალსაზრისითაც აბსურდი. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი ზუსტად იგივე შინაარსის ნორმას ითვალისწინებს, რითაც სისხლის სამართლის საქმე აწარმოეს გივი თარგამაძის წინააღმდეგ. აქ არ არის არავითარი წინააღმდეგობა, იდენტური მუხლებია. შესაბამისად, უფრო მსუბუქი ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული, რომც დავუშვათ, რომ ეს კომისია ლეგიტიმურია. ამის საწინააღმდეგოდ ერთადერთი არგუმენტი, რაც წარმოადგინა ბრალდების მხარემ და სასამართლომ იყო ის, რომ თვითონ კომისიამ ჩათვალა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულია. კომისიას ვინ მისცა კონკრეტული ქმედების კრიმინალიზაციის უფლება? კომისიას ვინ მისცა კონკრეტული ქმედების სისხლის სამართლებრივი შეფასების უფლება? ამის უფლებამოსილება ამ ქვეყანაში კანონის საფუძველზე აქვს პროკურატურას და სასამართლოს. კანონი კი ამბობს, რომ თუ ორი ანალოგიური შინაარსის ნორმაა მოცემული, რომელიც უფრო მსუბუქია, ის უნდა იქნეს გამოყენებული. წინააღმდეგობრიობა აქ არ გვქონდა. მეორე საკითხი - საიდან ჩანს, რომ წულუკიანის წერილი, ეს არის კომისიის მოთხოვნა? ეს შეიძლება ჩანდეს ერთადერთი დოკუმენტიდან - კომისიის წევრთა მიერ შემდგარი კენჭისყრით და ამ კენჭისყრაზე უნდა მიეღოთ გადაწყვეტილება გივი თარგამაძის დაბარების თაობაზე, საქმეში კი ასეთი დოკუმენტი არ არის“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ. პროკურორ ნათია თათიაშვილის განცხადებით კი, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დევნის შეწყვეტის არანაირი საფუძველი არ არსებობდა. მისი განმარტებით, კომისიის დებულებაშივე არის მითითებული, რომ თუ პირი კომისიის სხდომაზე არ გამოცხადდება, ეს უკვე სისხლის სამართლის დანაშაულია. შესაბამისად, მისივე თქმით, სახეზეა ბრალდებულის ქმედება. „კონკრეტული პირის დაბარების შესახებ ოფიციალურ დოკუმენტში მითითებულია, რომ მის მიერ კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. ბუნებრივია, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც სახეზე გვაქვს ამდენი კანონდარღვევა“, - განაცხადა ნათია თათიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიტიკოს გივი თარგამაძეს დროებითი საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე, აღკვეთისღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დროიბითმა საგამოძიებო კომისიაზე გივი თარგამაძე პარლამენტში 3 აპრილს დაიბარეს, თუმცა მან გამოცხადებაზე უარი განაცხადა. კომისია გივი თარგამაძისგან ახსნა-განმარტების მიცემას ითხოვდა 2004-2012 წლებში საქართველოში თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 349-ე მუხლით წარუდგინა, რაც "საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ მზადაა ვენესუელაში მიწისძვრის გამო დახმარება გაუწიოს
ვენესუელაში მიწისძვრის ორი სერია მოხდა - 7.2 და 7.5 მაგნიტუდის სიმძლავრის, არიან დაღუპულები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)