|
2016-03-16 18:00:03, 833 ნახვა
სამართალი
ნანა ფილაური: ირაკლი ფხალაძეს ინგა ჩატოიანთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა
ირაკლი ფხალაძის ადვოკატის ნანა ფილაურის განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადება, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფმა რაიმე სახის პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია ვინმეს გადასცა. მისივე თქმით, ფხალაძეს ინგა ჩატოიანთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა, რაც საადვოკატო კონსულტაციის გაწევაში გამოიხატებოდა. "ის უარყოფს, რომ მისგან რაიმე სახის ინფორმაცია ვინმეზე გავიდა, რაიმე კანონსაწინააღმდეგო. ფხალაძეს ჰქონდა ურთიერთობა ვინმე ჩატოიანთან, რატომღაც ყველა ვხედავთ, რომ ჩატოიანი არავის არ გვინახავს, თუ ჩატოიანს ჰქონდა რაიმე გარკვეული ინფორმაცია და ვიღაცა პირებს მან გადასცა რაღაცა ინფორმაციის შემცველი ნივთმტკიცებები, ამ შემთხვევაში, მე მგონი, აღკვეთის ღონისძიება უნდა განხილულიყო მასთან მიმართებაში. მე არვიცი ჩატოიანის როლი აქ, თუმცაღა ვადასტურებ, რომ ჩატოიანთან გარკვეული ურთიერთობა ჰქონდა ირაკლი ფხალაძეს და უწევდა პერიოდულად საადვოკატო კონსულტაციას", - განაცხადა ნანა ფილაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას. შეგახსენებთ, პირადი ცხოვრების შემცველი უკანონო ფარული კადრების საქმეზე დაკავებულებს - ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)