|
2016-03-16 17:41:18, 755 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ჯამალაშვილის სახლიდან, პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია არ ამოუღიათ
პირადი ცხოვრების შემცველი კადრების უკანონოდ მოპოვება-გავრცელების საქმეზე დაკავებულის ზურაბ ჯამალაშვილის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, ჯამალაშვილის სახლიდან არ ამოუღიათ დისკები, ე.წ. ფლეშკები და კომპიუტერი, სადაც მტკიცდება, რომ მას ე.წ. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია ჰქონდა. "არანაირი მასალა, მტკიცებულება არ არსებობს. პროკურორმა გითხრათ, რომ ჩხრეკისას იქნა ამოღებული სხვადასხვა დისკები, ე.წ. ფლეშკები და კომპიუტერი, სადაც მტკიცდება, რომ ზურაბ ჯამალაშვილს ჰქონდა ე.წ. პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია. სიცრუეა, არ ყოფილა ასეთი ამოღებული. საქმეში არ არსებობს ასეთი მტკიცებულება. ზურაბ ჯამალაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, ან პირადი ჩხრეკისას არ ყოფილა რაიმე ინფორმაცია ამოღებული", - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ. შეგახსენებთ, პროკურორ ლაშა კოტრიძის განცხადებით, დაკავების მომენტში ჩხრეკის შედეგად ჯამალაშვილის სახლიდან ამოღებილია ლეპტოპი, ლაზერული დისკები და მეხსიერების ბარათები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა, რის შემდეგაც გაირკვევა, იყო თუ არა მასზე რაიმე პირადი ცხოვრების შემცველი ინფორმაცია განთავსებული. ცნობისთვის, პირადი ცხოვრების შემცველი უკანონო ფარული კადრების საქმეზე დაკავებულებს - ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)