06:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 12:18:18, 839 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე - ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია!

აგენტურის წარმომადგენლებმა რაღაც ხომ უნდა თქვან?! სათქმელი რომ არაფერი აქვთ, უტოპიაში გადავიდნენ - ტელეფონით ჩატარებული არჩევნები დედამიწის ზურგზე არავის გაუგია! - ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა არჩილ გორდულაძემ განუცხადა.

როგორც გორდულაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, ოპოზიცია აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობს და თავს სასაცილო მდგომარეობაში იგდებს.

“როცა იმაზე საუბრობენ, რომ არჩევნებში ბიულეტენმა გაჟონა და ხმის ფარულობა დაირღვა, ტელეფონით ჩატარებული არჩევნებში რა შეიძლება მოხდეს და რა რისკები არსებობდეს?! არასერიოზულია! ეს ადამიანები სასაცილო მდგომარეობაში არიან, მათ სათქმელი არაფერი აქვთ და აბსოლუტურ ნონსენსზე საუბრობენ. ზოგადად პაატა ბურჭულაძეს ასეთი განცხადებები სჩვევია“, - განაცხადა გორდულაძემ.

არჩევნები ტელეფონით ჩატარების შესაძლებლობაზე პაატა ბურჭულაძემ ოპოზიციის და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. ბურჭულაძის თქმით, გამოჩნდა რამდენიმე ვარიანტი, თუ როგორ ჩატარდეს არჩევნები.

“ვიღაცას შეიძლება გაეცინოს არჩევნების ტელეფონით ჩატარებაზე, ამის კარგი პრაქტიკა იყო ესტონეთში და ჩვენ მის გადმოღებას ვაპირებთ. ტელეფონი არ გაჟონავს, როგორც “ქართული ოცნების” ქაღალდები, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics