02:26 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-16 16:15:02, 741 ნახვა

სამართალი
პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების საქმეზე, დაცვის მხარე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

პირადი ცხოვრების შემცველ უკანონო ფარულ კადრებთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას დაცვის მხარე ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებს.

ბრალდებულების - ზურაბ ჯამალაშვილისა და ირაკლი ფხალაძის ადვოკატები იმედოვენებენ, რომ სააპელაციო სასამართლო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გააუქმებს. დაცვის მხარე ითხოვს, რომ ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა არ შეეფარდოთ და ისინი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლონ.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების მოპოვება- გავრცელების საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. ბრალდებულებს ზურაბ ჯამალაშვილსა და ირაკლი ფხალაძეს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახედ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics