|
2016-03-16 16:06:10, 711 ნახვა
სამართალი
პროკურორის განმარტებით, ჩხრეკის შედეგად ბრალდებული ფხალაძის სახლიდან ვიდეოებია ამოღებული
პროკურორ ლაშა კოტრიძის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაში მოიპოვა ზურაბ ჯამალაშვილმა პირადი ცხოვრების შემცველი ფარული ვიდეომასალა. მისივე თქმით, გამოძიება სწორედ პირველადი წარმომავლობის წყაროს დადგენას ცდილობს. „დადგენილია, რომ ეს ვიდეო კონკრეტულად ჯამალაშვილის სახლში ინახებოდა. შემდგომ გადაეცა ფხალაძეს, რომელმაც გადასცა ინგა ჩატოიანს. ჩატოიანიდან ხაჭაპურიძეზე გავლით, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა გელა ღურწკაიასთან, რომელმაც მიიტინა „ქრონიკა +“-ის ოფისში. ვისგან მოიპოვა ჯამალაშვილმა ვიდეო, ამის შესახებ კონკრეტული პირი დადგენილი არ არის“, - განაცხადა პროკურორმა. მისივე თქმით, ჯერჯერობით ამ საქმესთან ჯამალაშვილის შვილის კავშირი არ იკვეთება. პროკურორის განმარტებით, დაკავების მომენტში ჩხრეკის შედეგად ჯამალშვილის სახლიდან ამოღებილია ლეპტოპი, ლაზერული დისკები და მეხსიერების ბარათები, რომელზეც დანიშნულია ექსპერტიზა, რის შემდეგაც გაირკვევა, იყო თუ არა მასზე რაიმე ინფორმაცია განთავსებული. რაც შეეხება, ირაკლი ფხალაძეს სახელმწიფო ბრალდების წარმომადგენლის განცხადებით, ჩხრეკის შედეგად ფხალაძის საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს კონკრეტული ვიდეოები. "უშუალოდ ჯამლაშვილის სახლიდან ვიდეოს ამოღება არ მომხდარა, თუმცა ეს ის ვიდეოა, რაც მის სახლში ინახებოდა“, - დასძინა ლაშა კოტრიძემ. მისივე ინფორმაციით, ინგა ჩატოიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყებულია. უახლოეს მომავალში ბრალდების მხარე სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე მიმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)