06:05 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-15 12:09:18, 769 ნახვა

პოლიტიკა
პეტრე ცისკარიშვილი - „MEGOBARI აქტს“ აუცილებლად მიიღებს სენატიც

„MEGOBARI აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.

პეტრე ცისკარიშვილის განცხადებით, ღია წერილები და ის რესურსი, რასაც ხარჯავს „ქართული ოცნება”, ფუჭია.

„თვითმარქვია რეჟიმს ჰგონია, რომ 28 ნოემბერს, როდესაც კობახიძემ გააკეთა განცხადება ევროინტეგრაციის შეჩერებასთან დაკავშირებით, ეს აშშ-ს გამორჩა ან ყურადღება არ მიაქცია.

შეუძლიათ პარტნიორული ურთიერთობა გააგრძელონ შეერთებულ შტატებთან, რაც თავისთავად არის აბსურდი და წარმოუდგენელი რეალობა, რადგან ევროპა, ევროკავშირი და შეერთებული შტატები არის ერთიანი ფასეულობითა სივრცის ნაწილი, შესაბამისად შენ როდესაც შეწყვიტე ურთიერთობა ევროპასთან და აღარ გსურს ევროინტეგრაცია, შენ შეწყვიტე ურთიერთობა აშშ-თანაც. აქედან გამომდინარე, ის ღია წერილები თუ რაც იქნება, რა რესურსსაც ხარჯავს “ოცნება”, ყველაფერი არის ფუჭი, “მეგობარი აქტი” მიღებულია კონგრესში, აუცილებლად მიიღებს სენატიც და პრეზიდენტი ტრამპიც მოაწერს ხელს, რადგან ეს არის მართლა მეგობრობის აქტი, რომელიც გამოხატავს მხარდაჭერას ქართველი ხალხის, საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა, იმ ადამიანების დასანქცირებას, რომლებიც განვითარებაში და დემოკრატიის გაძლიერებას უშლიან ხელს“,- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია აგრძელებს ოფიციალურ ვიზიტს ვაშინგტონში, სადაც პარტიის ლიდერები ორმხრივ შეხვედრებს მართავენ კონგრესსა და სენატში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics